Tuesday, December 25, 2012

სხდომის ოქმი N 2



2012 წლის 25 დეკემბერს პ/მ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ქრისტიან-სოციალისტურმა ჯგუფმა ჩაატარა  სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ - ჯგუფის წევრები : დავით ადეიშვილი /ჯგუფის ხელმძღვანელი/; სოლომონ ლებანიძე და გიორგი ხოჭოლავა;მოგვიანებით ჯგუფის მუშაობას დაემატა ჯგუფის წევრი მამუკა კოკორაშვილი და სტუმარი ბაქარი ბერეკაშვილი.
  ჯგუფის ხელმძღვანელის დავით ადეიშვილის თაოსნობით, ჯგუფმა მუშაობა ერთობლივი ლოცვით დაიწყო.
  დავით ადეიშვილმა ჯგუფის წევრებს და სტუმარს ბაქარ ბერეკაშვილს გააცნო ჯგუფის გეგმები და დაგეგმილი ღონისძიებები.სხდომაზე შეჯამდა ჯგუფის იდეოლოგიური პოზიციები და ძირითადი მიმართულებები; საერთო და განსხვავებული ხედვა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის გენერალურ ხაზთან მიმართებით.
ბაქარ ბერეკაშვილი დაინტერესდა სახალხო მონარქიის იდეით და მისი სხვა ევროპული მონარქიებისგან განსხვავების განმარტება სთსოვა ჯგუფის წევრებს.რაზედაც ჯგუფის წევრებმა დავით ადეიშვილმა, სოლომონ ლებანიძემ და გიორგი ხოჭოლავამ ამოუწურავი პასუხი გასცეს.ბაქარ ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ დეფინიცია „სახალხო მონარქია“ უცხოა ევროპელებისთვის, რაზედაც გიორგი ხოჭოლავამ და სოლომონ ლებანიძემ უპასუხეს, რომ სახალხო მონარქიის იდეა მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის არის დამახასიატებელი და სრულებით პოპულარულია რუსი მართლმადიდებელი ქრისტიან-სოციალისტების კონცეფციაში.
ჯგუფის წევრმა მამუკა კოკორაშვილმა, ისაუბრა მის მოგზაურობაზე კახეთის რეგიონში და შესაძლებლად მიიჩნია კახეთში ქრისტიან-სოციალისტთა რეგიონული ჯგუფის დაფუძნება. მამუკა კოკორაშვილი რეგიონული ჯგუფის დაუძნების  ერთადერთ ხელისშემშლელ მიზეზად, კახეთის ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერებაში სოციალ-დემოკრატთა ილია ჭავჭავაძის ( წმინდა ილია მართლის) მკვლელობასთან ასოცირებას მიიჩნევს. ამ საკითხზე ჯგუფის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა.
ჯგუფის წევრებმა დათქვეს, რომ 2013 წლიდან შეხვედრები უფრო ინტენსიური იქნება. ბაქარ ბერეკაშვილმა აღუთქვა ჯგუფის წევრებს მხარდაწერა და საგანმანათლებლო სემინარების ჩატარებას შეპირდა.


25.12.2012.
თბილისი, საქართველო
ქრისტიან-სოციალისტური ჯგუფის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
სოლომონ ლებანიძე

No comments:

Post a Comment