Tuesday, October 28, 2014

კონსტიტუციური სახალხო მონარქიისთვის

სახალხო მონარქიის იდეოლოგია არის ეროვნული იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი და ქართული სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობა, ხოლო ეროვნული იდეოლოგია და ჭეშმარიტად ქართული სახელმწიფოებრიობა არის ერთადერთი საშუალება საქართველომ სრულად შეასრულოს თავისი მისია თანამედროვე და მომავალ მსოფლიოში. თუ მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ერთ-ერთ წევრად იქნება წარმოდგენილი საქართველოს სამეფო, კაცობრიობა არაფერს წააგებს. ვფიქრობ, ჰუმანური, მორალური და დემოკრატიული თვალსაზრისით იხეირებს კიდეც ადამის მოდგმა ამით. 
ქართული მონარქისტული იდეოლოგია უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებისა, მემარჯვენეებისა თუ ლიბერალებისა, ქართველებისა თუ სხვა ეროვნების მოქალაქეებისა, მართლმადიდებლებისა თუ სხვა რელიგიის აღმსარებლებისა, ერთი დიდი და კეთილშობილი მიზნისაკენ, ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის ზნეობრივი, კულტურული, განვითარებული, აყვავებული, ძლიერი, ქართული სახელმწიფოს შექმნისაკენ. 
ჩემი აზრით, მომავალში საქართველოში აღდგება მონარქია და დადგინდება ყველაზე თანამედროვე და დემოკრატიული ფორმით – სახალხო მონარქიის სახით. 

მეორე გამოცემა (პირველი გამოცემა – 2007წ.)

Tuesday, April 2, 2013

სხდომის ოქმი N 7








2013 წლის 2 აპრილს პ/მ “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვიტარებისთვის ” ქრისტიანულ-სოციალისტურმა ჯგუფმა ჩაატარა სხდომა.
 სხდომას ესწრებოდნენ: დავით ადეიშვილი (ჯგუფის ხელმძღვანელი); სოლომონ ლებანიძე და გიორგი ხოჭოლავა.
სოლომონ ლებანიძემ ჯგუფის წევრებს გააცნო მონარქისტული კლუბის წევრებთან შეხვედრის დეტალები, რამაც ჯგუფის წევრთა ინტერესი გამოიწვია. ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი ერთგულება სახელმწიფო მართვის მონარქიული იდეის მიმართ.
დავით ადეიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ სავალალო ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მსხვილი ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობაზე.

02.04.2013.
თბილისი, საქართველო
ქრისტიან-სოციალისტური ჯგუფის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი ხოჭოლავა

Saturday, February 16, 2013

სხდომის ოქმი N 6



 
 2013 წლის 12 თებერვალს პ/მ "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" ქრისტიანულ-სოციალისტურმაჯგუფმა ჩაატარა სხდომა.
 სხდომას ესწრებოდნენ: დავით ადეიშვილი (ჯგუფის ხელმძღვანელი); სოლომონ ლებანიძე და გიორგი ხოჭოლავა.
 სოლომონ ლებანიძემ ჯგუფის წევრებს გააცნო ქრისტიან-სოციალისტთა ჯგუფის ინტერნეტ გვერდზე შეტანილი ცვლილებები, რამაც ჯგუფის მოწონება დაიმსახურა, გადაწყდა, რომ დავით ადეიშვილის ინიციატივების საფუძველზე გაგრძელდება ინტერნეტ გვერდის სრულყოფა.
 სოლომონ ლებანიძემ ჯგუფის წევრებს გააცნო საქართველოში სტუმრად მყოფ რუს პოლიტოლოგთან შეხვედრის დეტალები.ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რონ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, საქართველომ უნდა განაგრძოს სწრაფვა ევრიატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ხოლო რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებიბში მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები.
დავით ადეიშვილმა ისაუბრა საქართველოშ საერთო ეროვნული იდეის შექმნის აუცილებლობაზე და ამ საქმეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადამწყვეტ როლზე. დავით ადეიშვილი დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა იდეოლოგიური კუთხით ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტში, როგორიცაა შეიარაღებული ძალები.
გიორგი ხოჭოლავამ ისაუბრა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეროვნული იდეის დანერგვის აუცილებლობაზე.დავით ადეიშვილი დაინტერესდა თუ რა მდგომარებაა ამ კუთხით სხვა სახელმწიფოებში და დაავალა გიორგი ხოჭოლავას მასალების მოძიება აღნიშნულ საკითხზე.


12.02.2013.
თბილისი, საქართველო
ქრისტიან-სოციალისტური ჯგუფის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი ხოჭოლავა

Thursday, February 7, 2013

ჩვენი ბროშურა პარლამენტის ბიბლიოთეკაში

ქრისტიან-სოციალისტები: პოლიტიკური მრწამსი

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/7187

განცხადება სოციალისტურ ინტერნაციონალში გაწევრიანების თაობაზე



2013 წლის 4-5 თებერვალს, პორტუგალიაში, ქალაქ კასკაისში გაიმართა სოციალისტური ინტერნაციონალის (მემარცხენე-ცენტრისტულ ძალთა გლობალური გაერთიანება) საბჭოს სხდომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ გლობალური მასშტაბით და მას ასევე დაესწრო რამდენიმე ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი და მაღალი რანგის მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკური პირები. საქართველოდან სხდომაში მონაწილეობას იღებნდენ სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი და პარტიის საერთაშორისო მდივანი ბაქარ ბერეკაშვილი.  ქართველი სოციალ-დემოკრატები აქტიურად ვთანამშრომლობთ სოციალისტურ ინტერნაციონალთან, როგორც მემარცხენე-ცენტრისტულ ძალთა გლობალურ ქსელთან და ასევე უშაულო კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვაქვს მის წევრ პარტიებთან, განსაკუთრებით ევროპულ დონეზე. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, სოციალისტურმა ინტერნაციონალმა მიიღო გადაწყვეტილება სოციალ-დემოკრატების წევრად მიღებასთან დაკავშირებით და მოგვანიჭა კონსულტანტი წევრის სტატუსი. დღეიდან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია შეუერთდა  მსოფლიოში ყველაზე დიდ მემარცხენე ძალთა გაერთიანებას, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენს უცხოელ კოლეგებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის კუთხით.

გარდა ამისა, სხდომაზე სოციალ-დემოკრატებმა შეხვედრები გამართეს სხვადსხვა პარტიების წარმომადგენლებთან და მათ ლიდერებთან, კონკრეტულად - უნგრელ, ბულგარელ, შვედ და რუს კოლეგებთან. ასევე, გია ჟორჟოლიანი და ბაქარ ბერეკაშვილი შეხვდნენ სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალურ მდივანს ლუის აილას და ორგანიზციის ვიცე-პრეზიდენტს მარიო ნალპანტიანს. გაიმართა შეხვედრა ევროპარლამენტის წევრ კრისტიან ვიგენინთან.  გია ჟორჟოლიანი შეხვდა შვედეთის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ საბჭოს სხდომაში. შედგა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ჩვენ, ქართველ სოციალ-დემოკრატებს გვსურს  საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ეს მნიშვნელოვანი წარმატება მივულოცოთ პარტიის ყველა წევრს და მის მხარდამჭერს.

Tuesday, January 29, 2013

სხდომის ოქმი N5



         

  
2013 წლის 29 იანვარს პ/მ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ქრისტიან-სოციალისტურმა ჯგუფმა ჩაატარა  სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ - ჯგუფის წევრები : დავით ადეიშვილი /ჯგუფის ხელმძღვანელი/; სოლომონ ლებანიძე და გიორგი ხოჭოლავა, მამუკა კოტორაშვილი. ჯგუფის არაწერვი პარტიის  წევრებისგან - ბაქარი ბერეკაშვილი.
   პარტიის წევრმა ბაქარ ბერეკაშვილმა მიმოიხილა რუსი ფილოსოფოსის ნიკოლოზ ბერდიაევის მოღვაწეობა. ჯგუფში გაიმართა დისკუსია ბერდიაევის შემოქმედების მნიშვნელობის შესახებ
ჯგუფის  წევრმა სოლომონ ლებანიძემ ჯგუფისთვის შექმნილი ინტერნეტ-ბლოგის პრეზენტაცია გააკეთა. ჯგუფის წევრებმა თავიანთი შენიშვნები წარმოადგინეს.
ჯგუფმა აგრეთვე განიხილა ჯგუფისთის ახალი სიმბოლოების შექმნის და ჯგუფის სახელწოდების შეცვლის საკითხი.


29.01.2013.
თბილისი, საქართველო
ქრისტიან-სოციალისტური ჯგუფის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
სოლომონ ლებანიძე




Tuesday, January 22, 2013

სხდომის ოქმი N 4




    2013 წლის 22 იანვარს პ/მ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ქრისტიან-სოციალისტურმა ჯგუფმა ჩაატარა  სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ - ჯგუფის წევრები : დავით ადეიშვილი /ჯგუფის ხელმძღვანელი/; სოლომონ ლებანიძე და გიორგი ხოჭოლავა. მოწვეული სტუმრები - ჯგუფის არაწევრი პარტიის წევრები.
    გიორგი ხოჭოლავამ სხდომის წევრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებასთან დაკავშირებით თავისი მოხსენება წარუდგინა.
გაიმართა დისკუსია.

ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ამა წლის თებერვალ-მარტში ჯგუფის  მდივნობას გიორგი ხოჭოლავა წარუძღვება.

 ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ რიგგარეშე შეხვედრისგამართვის თაობაზე.


22.01.2013.
თბილისი, საქართველო
ქრისტიან-სოციალისტური ჯგუფის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
სოლომონ ლებანიძე