Tuesday, December 18, 2012

სხდომის ოქმი N 1



2012 წლის 18 დეკემბერს პ/მ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ქრისტიან-სოციალისტურმა ჯგუფმა ჩაატარა  სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ - ჯგუფის წევრები : დავით ადეიშვილი /ჯგუფის ხელმძღვანელი/; სოლომონ ლებანიძე და გიორგი ხოჭოლავა
სოლომონ ლებანიძემ ჯგუფის წევრებს გააცნო განსახილველი თემატიკა. ჯგუფმა განიხილა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მთავარი საფუძვლები.იმსჯელეს კერძო საკუთრების არსებობის და საბაზრო ეკონომიკის; მოქალაქეთა თანასწორობის, მოსახლეობის სოციალური დაცვის, საყოველთაო დაზღვევის და განათლების ხელმისაწვდომობის, სიღარიბესთან ბრძოლის საკითხებზე.
ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ადეიშვილმა წინ წამოსწია ეკოლოგიზმის და სიღატაკესთან ბრძოლის საკითხების აუცილებლობა. ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხები წარმოადგენს მთავარ საკითხებს ქრისტიან-სოციალისტებისთვის.
ქრისტიან სოციალისტურმა ჯგუფმა პრიორიტეტულად აგრეთვე გამოყო შემდეგი საკითხები:
1.     ურთიერთობის განსაზღვრა მუსულმანურ სამყაროსთან.(მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბება)
2.      საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ურთიერთობის დამყარება.
3.     საპატრიარქოს ფონდის საქმიანობის გაცნობა და მასთან შესაძლო ურთიერთქმედება.
4.     12 საუფლო დღესასწაულის  და კვირა დღის საყოველთაო უქმედ გამოცხადების საკითხი.
5.     არატრადიციალური ქორწინების და ევთანაზიის მიმართ დამოკიდებულების განსაზღვრა.
6.     ქართული ენის დაცვის და სისუფთავის საკითხი

ჯგუფის წევრებმა  საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესს მიზნად ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია მიიჩნიეს. ჯგუფის წევრმა გიორგიხოჭოლავა საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე ისაუბრა და მიუღებლად მიიჩნია უაპელაციო პაციფიზმი.
ჯგუფის წევრმა სოლომონ ლებანიძემ ისაუბრა ქრისტიან-სოციალიტსთა ზოგად სოციალ-დემოკრატიასთან მიმართებით განსხვავებებზე. ჯგუფმა ერთხმად აღიარა ქრისტიან-სოციალიზმი, როგორც  ტრადიციონალიზმის ერთერთი განშტოება და ამ ასპექტში მისი კონსერვატიზმთან სიახლოვე.
ქრისტიან სოციალისტთა ჯგუფმა საქართველოსთვის ყველაზე იდეალურ სახელმწიფო წყობად სახალხო მონარქია მიიჩნია.
  სხდომის დასასრულს ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ  ქრისტიან-სოციალისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით უნდა დაიწყოს ცნობილი ევროპელი და რუსი ქრისტიან-სოციალისტების ნაშრომების ქართულად თარგმნა და გავრცელება. აგრეთვე გამოითქვა მოსაზრება  ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე სემინარების ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

18.12.2012.
თბილისი, საქართველო
ქრისტიან-სოციალისტური ჯგუფის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
სოლომონ ლებანიძე


No comments:

Post a Comment