ქრისტიან-სოციალიზმის სათავეებთან


 ჩარლზ ქინგსლი (Charles Kingsley; 1819—1875) — ინგლისელი ანგლიკანელი პასტორი და ლიტერატორი. ქინგსლის მთელი შემოქმედება ქრისტიანული სოციალიზმის იდეებით არის გაჟღენთილი.


ფრედერიკ მორისი (John Frederick Denison Maurice, 1805-1872) - ინგლისელი თეოლოგი; მრავალი თეოლოგიური ესსეს ავტორი.


 ფელისიტე-რობერ დე ლამენე (Félicité -Robert Lamennais; 1782—1854) - კათოლიკური ეკლესიის აბატი, ჟურნალ «L’Avenir»-ის დამაარსებელი, "კათოლიკური სოციალიზმის" იდეის ფუძემდებელი.

ემანუელ მუნიე (Emmanuel Mounier; 1905 -1950) - დიოლოგიური პერსონალისტური ფილოსოფიის წარმომადგენელი, რომელიც კლასიკური ფილოსოფიის გნოსეოლოგიური მე-ცენტრიზმის დაძლევას ცდილობდა.მუნიეს ეკუთვნი სიტყვები - "სულიერი რევოლუცია იქნება ეკონომიკური ან ის არ იქნება. ეკონომიკური რევოლუცია იქნება სულიერი ან ის არ იქნება რევოლუცია"

 

 

სერგეი ბულგაკოვი (Серге́й Никола́евич Булга́ков, 1871-1944) - რუსი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მართლმადიდებელი მღვდელი. უამრავი ფილოსოიური, ეკონომიკური თუ თეოლოგიური ნაშრომის ავტორი.
მამა სერგი (ბულგაკოვი) პავლე ფლორენცკისთან ერთად
   ნიკოლოზ ბერდიაევი (Никола́й Алекса́ндрович Бердя́ев, 1874-48) - რუსი ფილოსოფოსი და რელიგიური მოაზროვნე. მრავალი რელიგიურ-ფილოსოფიური ნაშრომის ავტორი.

No comments:

Post a Comment