Saturday, February 16, 2013

სხდომის ოქმი N 6



 
 2013 წლის 12 თებერვალს პ/მ "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" ქრისტიანულ-სოციალისტურმაჯგუფმა ჩაატარა სხდომა.
 სხდომას ესწრებოდნენ: დავით ადეიშვილი (ჯგუფის ხელმძღვანელი); სოლომონ ლებანიძე და გიორგი ხოჭოლავა.
 სოლომონ ლებანიძემ ჯგუფის წევრებს გააცნო ქრისტიან-სოციალისტთა ჯგუფის ინტერნეტ გვერდზე შეტანილი ცვლილებები, რამაც ჯგუფის მოწონება დაიმსახურა, გადაწყდა, რომ დავით ადეიშვილის ინიციატივების საფუძველზე გაგრძელდება ინტერნეტ გვერდის სრულყოფა.
 სოლომონ ლებანიძემ ჯგუფის წევრებს გააცნო საქართველოში სტუმრად მყოფ რუს პოლიტოლოგთან შეხვედრის დეტალები.ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რონ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, საქართველომ უნდა განაგრძოს სწრაფვა ევრიატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ხოლო რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებიბში მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები.
დავით ადეიშვილმა ისაუბრა საქართველოშ საერთო ეროვნული იდეის შექმნის აუცილებლობაზე და ამ საქმეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადამწყვეტ როლზე. დავით ადეიშვილი დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა იდეოლოგიური კუთხით ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტში, როგორიცაა შეიარაღებული ძალები.
გიორგი ხოჭოლავამ ისაუბრა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეროვნული იდეის დანერგვის აუცილებლობაზე.დავით ადეიშვილი დაინტერესდა თუ რა მდგომარებაა ამ კუთხით სხვა სახელმწიფოებში და დაავალა გიორგი ხოჭოლავას მასალების მოძიება აღნიშნულ საკითხზე.


12.02.2013.
თბილისი, საქართველო
ქრისტიან-სოციალისტური ჯგუფის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი ხოჭოლავა

No comments:

Post a Comment