Tuesday, October 28, 2014

კონსტიტუციური სახალხო მონარქიისთვის

სახალხო მონარქიის იდეოლოგია არის ეროვნული იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი და ქართული სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობა, ხოლო ეროვნული იდეოლოგია და ჭეშმარიტად ქართული სახელმწიფოებრიობა არის ერთადერთი საშუალება საქართველომ სრულად შეასრულოს თავისი მისია თანამედროვე და მომავალ მსოფლიოში. თუ მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ერთ-ერთ წევრად იქნება წარმოდგენილი საქართველოს სამეფო, კაცობრიობა არაფერს წააგებს. ვფიქრობ, ჰუმანური, მორალური და დემოკრატიული თვალსაზრისით იხეირებს კიდეც ადამის მოდგმა ამით. 
ქართული მონარქისტული იდეოლოგია უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებისა, მემარჯვენეებისა თუ ლიბერალებისა, ქართველებისა თუ სხვა ეროვნების მოქალაქეებისა, მართლმადიდებლებისა თუ სხვა რელიგიის აღმსარებლებისა, ერთი დიდი და კეთილშობილი მიზნისაკენ, ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის ზნეობრივი, კულტურული, განვითარებული, აყვავებული, ძლიერი, ქართული სახელმწიფოს შექმნისაკენ. 
ჩემი აზრით, მომავალში საქართველოში აღდგება მონარქია და დადგინდება ყველაზე თანამედროვე და დემოკრატიული ფორმით – სახალხო მონარქიის სახით. 

მეორე გამოცემა (პირველი გამოცემა – 2007წ.)

No comments:

Post a Comment