Tuesday, January 15, 2013

სხდომის ოქმი N 3



2013 წლის 15 იანვარს პ/მ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ქრისტიან-სოციალისტურმა ჯგუფმა ჩაატარა  სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ - ჯგუფის წევრები : დავით ადეიშვილი /ჯგუფის ხელმძღვანელი/; სოლომონ ლებანიძე და გიორგი ხოჭოლავა.
   დავით ადეიშვილმა და გიორგი ხოჭოლავამ  ისაუბრეს პარტიაში მიმდინარე აზრთა სხვადასხვაობაზე ქრისტიან-სოციალისტური ჯგუფის აქტივობასთან დაკავშირებით. დავით ადეიშვილმა  პარტიის მხარდამჭერთა პარტიის ინტერნეტ-საიტზე ანკეტირებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
  დავით ადეიშვილმა ჯგუფის წევრებს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, ამ რეგიონში ჰესების მშენებლობის დაუშვებლობის შესახებ.
  ჯგუფის წევრმა სოლომონ ლებანიძემ მოსაზრება გამოთქვა ჯგუფისთვის ცალკე ინტერნეტ საიტის და ბლოგის შექმნის აუცილებლობის შესახებ.
  ჯგუფის წევრებმა დათქვეს, რომ  რომ გიორგი ხოჭოლავა მოამზადებს მოხსენებას საქართველოს სამხედრო განვითარებასთან დაკავშირებით.


15.01.2013.
თბილისი, საქართველო
ქრისტიან-სოციალისტური ჯგუფის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
სოლომონ ლებანიძე

No comments:

Post a Comment